მაისია,ხალისია,ეს გვერდი კი იზასია....
მეც მინდა შემოგიერთდეთ,შემოგბედოთ და გითხრათ,რომ თქვენ თქვენი საკუთარი ხელწერით შემობრძანდით ჩვენს კოლექტივში....შემობრძანდით და შემოიტანეთ იმერული კოლორიტი,ქუთაისური დათაფლული სიტყვატკბილობა,ქართული ხმაჟღერადობა და მადლიანი იუმორი....მოიტანეთ ლამაზი ტრადიცია-თითოეული კოლეგისათვის დაბადების დღის მილოცვა ბარათით...და რა მადლიანი სიტყვებითაა დაბადაგებული თითოეული ბარათი...ახლაც დავყურებ და ვეფერები...მადლობა უფალს,რომ მოგანიჭათ ასე ძალუმად სხვისი მოფერების უნარი...
გკოცნით და გეფერებით დიდი სიყვარულით
ლია ჩხაიძე
.
.
. ქალბატონ იზა ხურციძეს
იზა, წლებისა რა გითხრა,
წლებს შენ აბერებ, ნამდვილად,
ცხოვრების გზას მიუყვები
ჩქარი ნაბიჯით, ადვილად...
მხრებზე სიმძიმე არ გადევს,
ტვირთი გაქვს თითქოს მსუბუქი,
ცხოვრების ნათელ ფერებში
გაფანტე ბნელი, ბურუსი...
ჩვენც რომ გვირიგებ სიყვარულს
პწკარებად, ლექსად, ფრაზებად,
გაგვანებივრე ძალიან,
არც იღლები, არც გზარდება...
მინისტრმა გამოგვიგზავნა
დაბეჭდილი ბარათები,
მისას შენი გვირჩევნია,
წერას თუ არ დაგვზარდები.
შენში მეტი სითბო არის,
მოფერების მოგდგამს მადლი,
ამიტომაც ასე ძალუმ
შევიფერეთ, გავთამამდით.
გვსიმოვნებს შენი სითბო,
იუმორი და ღიმილი...
უამრავი სიურპრიზი,
შემოქმედის დიდი ნიჭი.
თაობებს რომ წვრთნი და მოძღვრავ,
არ იღლება წუთით გული,
მიტომ, კარგო, რომ იმ გულში
უსაზღვროა სიყვარული.
გაზაფხულის დღეს გილოცავ,
იუბილეს აწ სანატრელს,
ბედნიერად დასწრებოდე,
ჩემო იზა, კვლავ მრავალ წელს
. დიდი სითბოთი და სიყვარულით ლია ჩხაიძე. 1.04.09
No comments:
Post a Comment