Sunday, May 23, 2010

ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩატარებული ღონისძიებები





















































სარვამარტო კაფე-საღამო, შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან თემაზე : ”დედავ, მიეც მამულს ძე და მომავალი”.

იმ ფაქიზ გრძნობათაგან, რომელთა აღზრდის ხელოვნებას მასწავლებელი დაუფლებია, ერთ-ერთი უკეთილშობილესია მშობლებისადმი პატივისცემა და სიყვარულის გრძნობა.

”ვისაც არ უყვარს მშობელი დედა,

ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს,

ვისაც სძულს მისი სახლი და კარი,

ვიღას გაუღებს სამოყვროდ კარებს ”

დედის სიყვარული ძირთა-ძირია, დვრიტაა, რომელიც საფუძვლად ედება სამშობლოს სიყვარულს, კაცთა სიყვარულს, ყოველივე ადამიანურის პატივისცემას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი საღამოც. ბევრი თბილი და ლამაზი სიტყვა უთხრეს პატარებმა თავიანთ დედებს. ლამაზი თვითშემოქმედებაც უჩვენეს მათ, რამაც აღაფრთოვანა მშობლები და დამსწრე საზოგადოება.

”ბიჭები თუ გოგოები ?! ” ასე დავარქვით კონკურსს,რომელიც იანვრის თვეში ჩავატარეთ მე და ჩემმა პატარებმა. იყო შეჯიბრებები; მხატვრულ კითხვასა თუ სიმღერებში, ნორჩი კულინარისა თუ სტილისტის გამოვლენაში, ცეკვასა და სპორტულ თამაშებში. იყო უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი.

ამა წლის 11 მაისს საინტერესო და მხიარული ლაშქრობა მოვაწყვეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩავატარეთ პოეზიის საღამო, დავანთეთ კოცონი ცეცხლზე შევწვით კარტოფილი და მწვადები.

თითოეული ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ.

2 comments:

  1. გათენდა, გახსნეს სიცოცხლის კარი,
    ზარის ხმა კუთხე-კუნჭულს ედება,
    -სალომე! -არის! -ქეთევან ! -არის!
    - ირაკლი! - არის! - კითხვა გრძელდება.
    მერხებზე შუქის იღვრება ჩქერი,
    მზის შუქისა და გულების შუქის,
    წითელი ფერი, ყვითელი ფერი,
    ცისფერი ფერი არც ერთი მუქი.
    სიტყვა მგზნებარე, ლექსი მგზნებარე,
    მათი წილი და მათი ხვედრია,
    თითქოს თვალებში ენთოთ მზე, მთვარე,
    ერთიმეორეს ისე ხვდებიან.
    ზოგი შურთხსა ჰგავს, ზოგი - ნიბლიას
    გაფრენაც შვენით, შვენით განაბვაც,
    ბავშვობას ნათელს, ყრმობას იღბლიანს,
    ვერ მიუხუროს მტერმა დარაბა.
    მასწავლებელი მოყვარულ თვალით
    ნაცნობ სახეებს მიაჩერდება,
    -ელენი! - არის! -სესილი! -არის!
    -ნიკოლოზ! -არის! ათვლა გრძელდება.

    ReplyDelete
  2. რამხელა გული გქონიათ,
    გრძნობა-გონება რამხელა,
    გიმზერთ ათობით თვალხატულს,
    მომინდა ფიქრის გამხელა.
    გამხდარა გასახსენებლად საზღაპრეთი და სამითე,
    თუ დამებინდოს გონება, მოდით, სანთელი ამინთეთ,
    რამხელა სითბო გქონიათ,
    მტრისგან ხელმოურეველი,
    და თუ მე გამიჭირდება,
    შველასაც თქვენგან მოველი.
    დაგზარდოთ ციხე-ბურჯებად,
    სიმაგრეებად მართვენი,
    სულის ყოველი უჯრედი სუნთქავდეს თქვენი ნათელით,
    გადამაჯაჭვეს ფიქრებმა თქვენი მომავლის ამინდებს,
    შემომაღამდეს?... იცოდეთ, გულის ნათელი ამინთეთ.
    წაშალეთ კვალი ბოროტის,მორიელს ხელი მორიეთ,
    თქვენს გზას მიჰყევით ბოლომდის,
    ქალო, ჭაბუკო-ორივევ,
    ენთეთ იმედის ფარებად ”გატეხით რა იქნებისა?”
    ღმერთმა ინებოს, იქნება, კოშკებად იქცეთ ქვებისა.

    ReplyDelete