Sunday, May 23, 2010

ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩატარებული ღონისძიებები





















































სარვამარტო კაფე-საღამო, შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან თემაზე : ”დედავ, მიეც მამულს ძე და მომავალი”.

იმ ფაქიზ გრძნობათაგან, რომელთა აღზრდის ხელოვნებას მასწავლებელი დაუფლებია, ერთ-ერთი უკეთილშობილესია მშობლებისადმი პატივისცემა და სიყვარულის გრძნობა.

”ვისაც არ უყვარს მშობელი დედა,

ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს,

ვისაც სძულს მისი სახლი და კარი,

ვიღას გაუღებს სამოყვროდ კარებს ”

დედის სიყვარული ძირთა-ძირია, დვრიტაა, რომელიც საფუძვლად ედება სამშობლოს სიყვარულს, კაცთა სიყვარულს, ყოველივე ადამიანურის პატივისცემას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი საღამოც. ბევრი თბილი და ლამაზი სიტყვა უთხრეს პატარებმა თავიანთ დედებს. ლამაზი თვითშემოქმედებაც უჩვენეს მათ, რამაც აღაფრთოვანა მშობლები და დამსწრე საზოგადოება.

”ბიჭები თუ გოგოები ?! ” ასე დავარქვით კონკურსს,რომელიც იანვრის თვეში ჩავატარეთ მე და ჩემმა პატარებმა. იყო შეჯიბრებები; მხატვრულ კითხვასა თუ სიმღერებში, ნორჩი კულინარისა თუ სტილისტის გამოვლენაში, ცეკვასა და სპორტულ თამაშებში. იყო უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი.

ამა წლის 11 მაისს საინტერესო და მხიარული ლაშქრობა მოვაწყვეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩავატარეთ პოეზიის საღამო, დავანთეთ კოცონი ცეცხლზე შევწვით კარტოფილი და მწვადები.

თითოეული ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ.

Saturday, May 22, 2010

მუხრან მაჭავარიანის დაკრძალვის დღე

2010 წლის 17 მაისს გარდაიცვალა დიდი მამულიშვილი,პოეტი მუხრან მაჭავარიანი....დღეს,22 მაისს სამებიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მიუჩინეს ბინა.....
ქალბატონმა იზამ 2004 წლის 22 აპრილს დიდი ღონისძიება მოუწყო პოეტს  32-ე საჯარო სკოლაში.ეს დღე ერთ-ერთი ლამაზი დღე იყო....დღევანდელ ცრემლიან დღეშიც იყო რაღაც ლამაზი და ამაღლებული....











Saturday, May 15, 2010

Monday, May 3, 2010

პოეტი-ჯანსუღ ჩარკვიანი სკოლის სტუმარია











”მწყურვალისათვის მიტანილი გაქვს წყალი,

მევალისათვის მიტანილი გაქვს ვალი,

საქართველოსთვის განწირული გაქვს თავი,

გამითეთრდები ცრუ საწუთრისთან დავით,

გაქვს მოსაჭრელად მოშიშვლებული მკლავი,

თვალცრემლიანი ხელს არ ანებებ ყვავილს.”


Saturday, May 1, 2010