სარვამარტო კაფე-საღამო, შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან თემაზე : ”დედავ, მიეც მამულს ძე და მომავალი”.
იმ ფაქიზ გრძნობათაგან, რომელთა აღზრდის ხელოვნებას მასწავლებელი დაუფლებია, ერთ-ერთი უკეთილშობილესია მშობლებისადმი პატივისცემა და სიყვარულის გრძნობა.
”ვისაც არ უყვარს მშობელი დედა,
ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს,
ვისაც სძულს მისი სახლი და კარი,
ვიღას გაუღებს სამოყვროდ კარებს ”
დედის სიყვარული ძირთა-ძირია, დვრიტაა, რომელიც საფუძვლად ედება სამშობლოს სიყვარულს, კაცთა სიყვარულს, ყოველივე ადამიანურის პატივისცემას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი საღამოც. ბევრი თბილი და ლამაზი სიტყვა უთხრეს პატარებმა თავიანთ დედებს. ლამაზი თვითშემოქმედებაც უჩვენეს მათ, რამაც აღაფრთოვანა მშობლები და დამსწრე საზოგადოება.
”ბიჭები თუ გოგოები ?! ” ასე დავარქვით კონკურსს,რომელიც იანვრის თვეში ჩავატარეთ მე და ჩემმა პატარებმა. იყო შეჯიბრებები; მხატვრულ კითხვასა თუ სიმღერებში, ნორჩი კულინარისა თუ სტილისტის გამოვლენაში, ცეკვასა და სპორტულ თამაშებში. იყო უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი.
ამა წლის 11 მაისს საინტერესო და მხიარული ლაშქრობა მოვაწყვეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩავატარეთ პოეზიის საღამო, დავანთეთ კოცონი ცეცხლზე შევწვით კარტოფილი და მწვადები.
თითოეული ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ.





























